ლაგოდეხის მე-15 საოლქო საარჩევნო კომისიაში საზღვრები შეიცვალა

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ლაგოდეხში მთავარი სიახლე საარჩევნო საზღვრების ცვლილებაა.
ლაგოდეხის მე-15 საოლქო საარჩევნო კომისიას ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან 16 უბანი დაემატება. ლაპარაკია სოფლებზე, რომლებიც ლაგოდეხს ესაზღვრება.
საერთო ჯამში, ამ ოლქში 52 ათასზე მეტი ამომრჩეველი იქნება რეგისტრირებული.
მოუსმინეთ გიორგი ალადაშვილის რეპორტაჟს ►