მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის ადგილი ვაკანტურია. ზურაბ ჯაფარიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ჯაფარიძე საქმიანობას სავარაუდოდ კერძო სექტორში გააგრძელებს.

ზურაბ ჯაფარიძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ 2017 წლიდან მუშაობს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით, პირველი მოადგილის პოზიციაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. მათი ვინაობის დაკონკრეტებისგან მდივნიშვილი ამ ეტაპზე თავს იკავებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button