მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა
კორონავირუსის შემთხვევის გამო, ქალაქ ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მანანა ჩიკვაიძის განცხადებით, სკოლის პედაგოგი,რომელიც რამდენიმე კლასს ასწავლიდა, COVID-19 ით დაინფიცირდა.
ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენრის ინფრომაციით, სკოლა დისტანციურ რეჟიმზე 8 აპრილიდან 20 აპრილამდე იმუშავებს.
მოისმინეთ,მანანა ჩიკვაიძის კომენტარი