მნიშვნელოვანირეგიონი

ლაგოდეხელები გზის მაგისტრალზე ვიდეოკამერების დამონტაჟებას მოითხოვენ

ადგილობრივების თქმით, გზაზე გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, უკვე რამდენიმე ადამიანია გარდაცვლილი

25 წლის მაგდა ხარაიშვილის გარდაცვალების შემდეგ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის მოსახლეობა ცენტრალურ მაგისტრალზე, ვიდეო კამერების დამონტაჟებას ითხოვს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, სოფლების შრომისა და კავშირის მცხოვრებლებმა ერთობლივი განცხადებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერს, დღეს,10 იანვარს მიმართეს.

მოსახლეობა განმარტავს, რომ გზის მონაკვეთზე, სადაც საბავშვო ბაღები და სკოლაა, სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობის უსაფრთხოების წესებს მუდმივად არღვევენ.

ადგილობრივების თქმით, გზაზე გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, უკვე რამდენიმე ადამიანია გარდაცვლილი.

ისინი ჯონდო მდივნიშვილს, გზაზე ვიდეო-კამერების მონტაჟისათვის, შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობას სთხოვენ.

ლაგოდეხელები თვლიან, რომ სხვაგავარად, ავტომანქანების მიერ, სიჩქარის გადაჭარბების ფაქტები ვერ აღმოიფხვრება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის პოზიცია,უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც მაგდა ხარაიშვილი ემსხვერპლა 2021 წლის 28 დეკემბერს მოხდა.ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა. პოლიციას ჯერჯერობით, ბრალი არავისთვის წაუყენებია.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ხათუნა გულიაშვილის ჩართვას ახალ ამბებში: 

 

მაგდა ხარაიშვილის საქმეზე პოლიციას არავინ დაუკავებია

მსგავსი პოსტები

Back to top button