მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

საქართველოს რუკა ლაგოდეხის ნაძვის ხეზე

ლაგოდეხის მთავარი ნაძვის ხე 26 დეკემბერს აინთება

ლაგოდეხში საახალწლო ნაძვის ხეზე საქართველოს რუკა ბურთებით ააწყვეს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მთავარ ნაძვის ხეზე, ფერადი ბურთებით საქართველოს რუკა ხელით ააწყვეს.

13 მეტრიანი ნაძვის ხის მონტაჟი უკვე დასრულებულია და დეკორაციებში, საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელი სახლებია დამონტაჟებული.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის, ნათია თამაზაშვილი განმარტებით, რამდენიმე შესაძლო ვარიანტიდან, საქართველოს თემატიკა სამსახურის თანამშრომლებმა ერთად შეარჩიეს.

” სამწუხაროდ, დემონტაჟის დროს დაზიანდა ჩვენი ცნობილი ხელნაკეთი ნაძვის ხე. შევიძინეთ სხვა და მომავალი წლის თემატიკად საქართველოს რუკა და სხვადასხვა კუთხის სახლები შევარჩიეთ, რომლებიც ნაძვის ხის გარშემოა განთავსებული. მოკლედ, პატარა საქართველო გვაქვს”- განაცხადა თამაზაშვილმა.

ნაძვის ხის შესაძენად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ 25 ათასი ლარი გადაიხადა.

მთავარი ნაძვის ხე, ლაგოდეხში 26 დეკემბერს აინთება. 2019 – 2020 წლებში ლაგოდეხში ხელნაკეთი, ოქროსფერი ბურთებით აწყობილი ნაძვის ხე იდგა, რომელიც ორი წლის განმავლობაში ერთ- ერთ საუკეთესოდ სახელდებოდა.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button