“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა” ჟურნალისტის შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა

კახეთის სამხარეო და ლაგოდეხის პოლიცია იძიებს, დღეს სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” “ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის” სახელწოდებით შექმნილ გვერდზე რადიო ჰერეთის ჟურნალისტის, თოქ-შოუ “თავისუფალი დროს”ავტორისა და წამყვანის მარინა გოგოლაძის მისამართით შექმნილი პოსტის და ამ გვერდის ავტორთა ვინაობას.

ფეისბუქ გვერდი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სახელსა და სიმბოლიკას იყენებს. 

მარინა გოგოლაძემ პოსტი მუქარად და ხულიგნობად აღიქვა. გამოქვეყნების შემდეგ კი გვერდის ავტორთა დადგენის მოთხოვნით,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

ფეისბუქის გვერდზე ჟურნალისტის ფოტოსთან ერთად გამოქვეყნებული იყო წარწერა: “ღმერთო დაიფარე ყოველი ის ადამიანი ვისაც მარინა გოგოლაძე გადაცემაში დაპატიჟებს.”

როგორც რადიო ჰერეთს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გიორგი ბოკერიამ განუცხადა,  ფეისბუქის ეს გვერდი არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ გვერდს და მოკვლევას გამგეობა თავადაც დაიწყებს.

სოციალურ ქსელში საზოგადოების გამოხმაურების შემდეგ გვერდიდან პოსტი წაიშალა და ახსნა-განმარტება გამოქვეყნდა:

“წაიშალა ფოტო ამ გვერდიდან და ადმინისტრატორების საყურადღებოთ ვამბობ რომ მსგავი საქციელი აღარ განმეორდეს, ყველა ადმინისტრატორი ფეისბუქზე არ მყავს და ამიტომ ვწერ საჯაროდ. გვერდის მფლობელისგან სრული თავისუფლება გვაქვს და თუ ვინმეს აწუხებს რომელიმე პოსტი ეგ მისი პრობლემაა.”- სტილი დაცულია.

მოგვიანებით, გვერდმა განმარტება კიდევ გააკეთა, სადაც ადმინისტრატორები აღნიშნავენ, რომ ყოველივე ხუმრობა იყო:

“გვინდა გამოვეხმაუროთ ქალბატონი მარინა გოგილაძის პოსტს და ზოგადად ვისაც ძალიან დასცხა ამ ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ, პირველი, ეს გვერდი დიდი ხნის წინაა შექმნილი მეორე, ეკუთვინს ჯამში 7 ადამიანს, ეს ფოტო კი დადო ერთრთმა ადმინმა, არანაირად ეს გვერდი არაა კავშირში არც პოლიტიკურ არც არასამთავრობო თუ რაიმე ორგანიზასთან, უბრალო მოქალაქეების გვერდია და პანიკის საფუძველი და მიზეზების ძიება არ გინდათ, ნუ ცდილობთ ვიღაცეებზე გადაბრალებას და მიზეზ მიზეზ სიარულს. თქვენ რომ ვანო ჯავახიშვილმა გაგეღადაოთ და გაგასარჯოთ ალბათ სასწრაფო სასწრაფოზე ივლის.(ხუმრობა) კიდევ გიმეორებთ მიხედეთ თქვენს სქმეს და ჭორიკანა დედაკაცებივით ნუ იქცევით.” – სტილი დაცულია.

უფრო ადრე, 10 აგვისტოს, ჟურნალისტის ყველა პოსტი, სადაც საქმიანი კითხვით მიმართავდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, ადმინისტრატორის მხრიდან  წაიშალა.

რადიო ჰერეთი ლაგოდეხის გამგეობას ოფიციალური განმარტებისკენ მოუწოდებს, შესაბამის სტრუქტურებს კი მყისიერი რეაგირებისკენ.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”16561″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1440935980876″]

მსგავსი პოსტები

Back to top button