საქართველოსიახლეები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

ამ წუთებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობიანში, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები დატბორილი სახლებიდან წყალს ტუმბავენ. სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის თქმით, სანიაღვრე არხები გაწმენდილი რომ ყოფილიყო, მათ სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები არ დაიტბორებოდა. მათი თქმით, მერიას არაერთხელ მიმართეს სანიაღვრე არხების გაწმენდის მოთხოვნით, თუმცა პრობლემა არ მოგვარდა.

წუხანდელი სტიქიის შედეგად ლაგოდეხის სოფლებში ათეულობით სახლის პირველი სართულები დაიტბორა. განადგურებულია ერთწლიანი კულტურები, ავეჯი და ტექნიკა. სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა, ამ ეტაპზე უცნობია – ზარალის დათვლა ჯერ არ დაწყებულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button