მნიშვნელოვანირეგიონი

ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცს ცხენმა თავის არეში დაზიანება მიაყენა

ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე, მამაკაცს ცხენმა თავის არეში დაზიანება მიაყენა.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მამაკაცი ცხენით სეირნობდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებული უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და მისი გამოყვანა ვერ ხერხდებოდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის კახეთის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, მძიმედ დაშავებული კაცი ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცს პირველადი სამედიცინო დახმარებაც მაშველებმა აღმოუჩინეს, შემდეგ კი ვერტმფრენით გადაიყვანეს.

“ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხენებით სეირნობის დროს, მოქალაქეს ცხენმა თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენა. მამაკაცი იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში და უგზოობის გამო, თანმხლები პირები ვერ ახერხებდნენ მის გამოყვანას. სამაშველო ოპერაციაში დაუყოვნებლივ ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი , მოქალაქეს აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და შემდგომ თბილისში გადაიყვანეს”- განმარტავენ უწყებაში.

ამ დროისთვის, მამაკაცი მკურნალობას თბილისში გადის და ექიმების განმარტებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

მსგავსი პოსტები

Back to top button