“ლაგოდეხის ნაკრძალში 330 ირემი ბინადრობს”

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე კავკასიური კეთილშობილი ირმის აღრიცხვის სამუშაოები დასრულდა. დადგინდა, რომ ლაგოდეხის ნაკრძალსა და აღკვეთლში ბინადრობს მინიმუმ 330 ირემი. სქესთა შეფარდებაა 1 მამრი / 4 მდედრზე.

როგორც რადიო “ჰერეთს” ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან აცნობეს, 2007 წლიდან დაიწყო დაცული ტერიტორიების სიტემის რეფორმა, მართვისა და მენეჯმენტის გაუმჯობესება, დაცვის სიტემის გამკაცრება, ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა და აშშ, რაც დადებითად აისახა მსხვილი ძუძუმწოვრების სახეობებზე და მათ შორის ირემზე. 2007 წლიდან ფიქსირდება ირმის პოპულაციის სტაბილიზაცია და ზრდა.

“2015 წელს ირმის რიცხოვნება 3 ასეულს გადასცდა. მონაცემების ანალიზის შედეგად შესაძლებელია დავასკვნათ, რომ აღნიშნულ ეკოსისტემას ბევრად მეტი რაოდენობის ინდივიდის უზრუნველყოფა შეუძლია”, – განაცხადეს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში.

1999 წელს მთელს ტერიტორიაზე მხოლოდ 70 სული ირემი აღირიცხა. ეს პერიოდი თითქმის 2006 წლამდე გაგრძელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button