“თბილისში ყალბ 100 და 200 ლარიანებს ამზადებდნენ”

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის დამზადება – გასაღების ბრალდებით ოთხი პირი დააკავა.

გამოძიების მტკიცებით, “დადგენილია, რომ ერთ – ერთი ბრალდებული, სისტემატურად ამზადებდა 100 და 200 ლარიან ყალბ კუპიურებს და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დახმარებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში და ფიზიკურ პირებზე ასაღებდა”.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

მსგავსი პოსტები

Back to top button