“აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სავარაუდო გატაცება სწრაფ გამოძიებას საჭიროებს”

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ფაქტს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ეხმაურება.

ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში მცხოვრები წარმოშობით აზერბაიჯანელების სავარაუდო გატაცება და თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, რასაც აზერბაიჯანში დაპატიმრება და ბრალის წაყენება მოჰყვა, საჭიროებს სწრაფ, საფუძვლიან და გამჭირვალე გამოძიებას.

“ველით, რომ პროცესი კანონის პატივისცემით და მოქალაქეების უფლებების დაცვით წარიმართება, მათ შორის იმ ადამიანთა უფლებების დაცვით, ვინც უცხო ქვეყანაში კანონიერად ცხოვრობს. ევროკავშირი ყურადღებით მიადევნებს თვალს მიმდინარე პროცესებს,” – ნათქვამია ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის სპიკერის განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button