ახალგაზრდას სავარაუდოდ ყელი გამოჭრეს

რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, დღეს გამთენიისას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონაში, გზაზე გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს, რომელიც სოფელ კაბალში ცხოვრობდა.

ფონაში ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილი 21-22 წლისაა და მას ყელი აქვს გამოჭრილი. მკვლელობის სავარაუდო მიზეზებზე არ საუბრობენ.

როგორც რადიო “ჰერეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა შორენა ჯახუამ განუცხადა, უწყებამ დანაშაული ცხელ კვალზე გაახსნა, თუმცა ის დეტალებზე არ საუბრობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button