მნიშვნელოვანირეგიონი

ლაგოდეხის საბაჟო გამშვებ პუნქტთან სატვირთო ავტომანქანების რამდენიმე კილომეტრიანი რიგია

ლაგოდეხის საბაჟო გამშვებ პუნქტთან სატვირთო ავტომანქანების რამდენიმე კილომეტრიანი რიგია.
სანომრე ნიშნების მიხედვით, რიგში რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული ავტომანქანები დგანან,

რომლებიც საქართველო-აზერბაიჯანის გავლით, რუსეთში ბრუნდებიან.
ვიდეო-ჩანაწერებს, ავტომანქანების რიგებსა და სატვირთო ავტომობილების მძღოლებთან საუბრის შესახებ, ლაგოდეხის ტელევიზიის დირექტორი, ლალი ხუბულავა აქვეყნებს.

ხუბულავას ერთ-ერთი მძღოლი უხსნის, რომ საქართველო საბჭოთა კავშირის ტერიტორიაა.

” წუხელს შემდეგ, ასეთი რიგია. სასაზღვრო- გამშვები პუნქტიდან, ლაგოდეხის ხიდამდე, გადავსებულია რუსულნომრიანი ტრაილერებით და მძღოლები ლაპარაკობენ, რომ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არიან და საქართველომ ცხინვალი დაბომბა. მე მეუბნებიან, ამას, აფხაზეთიდან ჩამოსულს. აქამდე მხოლოდ თურქეთის ავტომანქანებს ვხედავდი, ახლა რუსულნომრიანებით გადავსებულია და რა მიაქვთ, არ ვიცი, ვინ გეტყვის”– ამბობს ხუბულავა.

ლაგოდეხის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე რუსულნომრიანი ავტომობილების რიგზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა, რადიო ჰერეთისათვის ცნობილია, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი, ეგრეთწოდებულ წითელ ხიდზე, დროებით დაკეტილია.

სატვირთო ავტომანქანები, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო გზის გამოყენებას ცდილობენ, აზერბაიჯანული მხარე კი, დღეში მხოლოდ 25 ავტომანქანას ატარებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button