კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონი

ლაგოდეხის საჯარო სკოლაში სავარაუდო არაადამიანურ მოპყრობაზე გამოძიება დაიწყო

დამამაცირებელი და არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტი დაფიქსირდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ- ერთ საჯარო სკოლაში. სკოლის სამ მოსწავლეს შორის, მეგობარი გოგონას გამო კონფლიქტი მოხდა, რა დროსაც ერთ- ერთ მოსწავლეს მსუბუქი დაზიანებები მიაყენეს.

ფაქტის შესახებ მოგვიანებით, ცნობილი გახდა მოსწავლის ბებიისათვის, რომელმაც შვილიშვილის კლასელებს ჩადენილზე მოსთხოვათ ბოდიშის მოხდა. ბოდიშის მოხდა ასახულია ვიდეოზეც, სადაც აშკარად ჩანს, რომ ბებია ბავშვებს აყენებს შეურაცხყოფას.

მომხდარის შეტყობის შემდეგ, საჯარო სკოლის მანდატურის სამსახურის წარმომადგენელმა, შსს ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოს მიმართა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სსისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს

მსგავსი პოსტები

Back to top button