ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე დაპირების მიუხედავად ეთერში არ მოვიდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე ჰერეთის საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში “თავისუფალი დრო” არ მოვიდა.

“წინასწარი შეთანხმების და დაპირების მიუხედავად, მან ეთერამდე 10 წუთით ადრე გამორთო მობილური ტელეფონი” – განაცხადა ღია ეთერში მარინა გოგოლაძემ გადაცემის წამყვანმა, რომელიც ცდილობდა მასთან პირდაპირ ეთერშიც დაკავშირებას.

საავტორო გადაცემის წამყვანმა პირდაპირ ეთერში მოუწოდა საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ ამომრჩევლისთვის გაეცა იმ მწვავე კითხვებისთვის პასუხი,  რაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაგროვდა.

ამ წუთებში თოქ-შოუ “თავისუფალი დრო”-ს სტუმრები არიან კახა ჯამბურია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ვახტანგ დევიძე, ლაგიდეხში სარებულოს წევრი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”.

დევიძემ  ჯამბურია საკრებულოს სხდომაზე კორუფციაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საკრებულომ გამგებლის იმპიჩმენტის პროცედურები უნდა დაიწყოს, საქმის შესწავლა კი პროკურატურამ, რადგან გამგებელმა მუნიციპალიტეტის კუთვნილი “კამაცუს” ტიპის ტრაქტორი კერძო ფერმერის დავით ლომიძის კერძო ნაკვეთებში ამუშავა, დევიძის თქმით, იმ დროს ტრაქტორს წყალდიდობისგან დაზარალებული მოსახლეობის საქმისთვის უნდა ეფუნქციონირა.

უფრო ადრე კი საკრებულოს თავმჯდომარემ გოდერძი ბარბაქაძემ მედიაში დააანონსა ლაგოდეხის გამგებელის კახა ჯამბურიას დაკავება.

მსგავსი პოსტები

Back to top button