ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარემ “ეროვნული ფორუმი” დატოვა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გოდერძი ბარბაქაძემ პარტია “ეროვნული ფორუმი” დატოვა და “ქართული ოცნება- დამრატიული საქართველოს” რიგებს შეუერთდება. ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” თავად გოდერძი ბარბაქაძემ განუცხადა.
ეროვნულმა ფორუმმა, რომელიც მმართველი კოალიცია ქართული ოცნების დამფუძნებელი წევრი იყო, განაცხადა, რომ ის ტოვებს კოალიციას, მის საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე საპარლამენტო თანამდებობებს და 2016 წლის არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას, თუმცა მანამდე „მაქსიმალურად შეუწყობს ხელს არსებული ხელისუფლების სტაბილურობის შენარჩუნებას“.
ეროვნულმა ფორუმმა, რომელსაც თავის წევრები არ ჰყავს მთავრობაში, 3 აპრილს გამართული პარტიული ყრილობის დროს მიიღო ეს გადაწყვეტილებები და 4 აპრილს გამოაცხადა.
გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძესთან ►