მნიშვნელოვანისიახლეები

ლაგოდეხის საკრებულოს უმრავლესობის წევრები საზოგადოებრივ მოძრაობა “ხალხის ძალას” შეუერთდნენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრები საზოგადოებრივ მოძრაობა “ხალხის ძალას” შეუერთდნენ.

საკრებულოში ” ქართული ოცნების” სიით შესულმა დეპუტატებმა, ნინო კრაწაშვილმა და შორენა ხაჩიაშვილმა პარტია დატოვეს და ახლადდაფუძნებულ მოძრაობაში გადავიდნენ.

ინფორმაციას დეპუტატების მიერ უმრავლესობის დატოვების შესახებ, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენელი ლაგოდეხში, გიორგი ღამბაშიძე ადასტურებს.

თავად ღამბაშიძე ერთ-ერთი პირველი იყო რომელმაც მიმდინარე წლის ზაფხულში მმართველი პარტია დატოვა და საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული დეპუტატების რიგებს შეუერთდა.

მანამდე გიორგი ღამბაშიძე ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ამავდროულად „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი იყო.

ამ დროისთვის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობიდან სამი დეპუტატია გასული და არ გამოირიცხება, მათ ცალკე ფრაქცია შექმნან.

მსგავსი პოსტები

Back to top button