მნიშვნელოვანირეგიონი

ლაგოდეხის სოფლებში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა.
სოფელ ჭაბუკიანსა და გიორგეთში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და სარდაფები წყლით გაივსო.
ადგილობრივები ამბობენ, რომ უხვი ნალექის დროს, გასაწმენდი სანიაღვრე არხები წყალს ვერ ატარებს და პირდაპირ საცხოვრებელ სახლებში შედის.

” სულ ასე ვართ, რამდენჯერაც მდინარე ადიდდება და გასაწმენდი არხები გაივსება, სახლები გვეტბორება. მოვიდნენ წყალს ტუმბავენ, მაგრამ ზარალს რა ეშველება ეს ნალექი რომ გვაყენებს?-ამბობენ ადგილობრივები.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ წყლის ამოტუმბვა და სანიაღვრე არხების გაწმენდა მიმდინარეობს.

“პირველივე წუთებიდან, ადგილზე მობილიზებული იყო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტექნიკა, ამ ეტაპისათვის, მიმდინარეობს სანიაღვრე არხის გაწმედა და წყლის ამოტუბვის სამუშაოები .დღის ბოლოსათვის პირველადი სამუშაოები დასრულებული იქნება”- განმარტეს მერიაში.

უხვი ნალექის გამო, დატბორილია საცხოვრებელი სახლები გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც.
წყალმოვარდნების გამო, მეორე დღეა, სახელი წყალი არ მიეწოდება ახმეტის მუნიციპალიტეტსაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button