ლაგოდეხის სოფლები დაისეტყვა

ძლიერმა სეტყვამ და ქარიშხალმა ლაგოდეხის რაიონის სოფლები დააზარალა.
განსაკუთრებით მძიმეამდგომარეობაა აფენის თემში შემავალ ჭაბუკიანსა და ონანაურში, სადაც წინასწარი ინფორმაციით 200 ჰექტრამდე ვენახი განადგურდა.
დაზიანებულია ერთწლიანი კულტურები, ბოსტნეული და საზამთროს ბაღები.
გამოყენებული იყო სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, თუმცა მოსავლის სრულად გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ლაგოდეხის რაიონის სოფლებში სტიქიით მიყენებულ ზიანს სპეციალური კომისია დაითვლის.