რეგიონი

ლაგოდეხის სოც.მომსახურების სააგენტო პარალიზებულია

სოციალური მომსახურების სააგენტო ლაგოდეხში პარალიზებულია

მეორე დღეა, ლაგოდეხის სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები სამსახურში არ ცხადდებიან.

გაფიცულთა შორის არიან: სოც.აგენტები,მთავარი და უფროსი სპეციალისტები,საპენსიო სამსახურის თანამშრომლები.

ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ მათი მთავარი მოთხოვნა სახელფასო ანაზღაურების გაზრდა და ღირსეული სამუშაო პირობების შექმნაა.

წყარო რადიო ჰერეთს უყვება,რომ თანამშრომლები თანამდებობრივი სარგოს 100 პროცენტით გაზრდას მოითხოვენ.

სოც.აგენტები ამბობენ,რომ მათი სურვილია, დეკლარაციის ღირებულება 6-დან 12 ლარამდე გაიზარდოს; ფიქსირებული ხელფასი კი 200 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდეს.

მათივე განმარტებით,ფიქსირებულ 200 ლარში ხელფასის გარდა ტრანსპორტირების ხარჯებიც შედის.

ისინი საუბრობენ საწვავის მაქსიმალურად გაზრდილ ტარიფზე და იმაზე,თუ როგორ შეიძლება თითოეულ აგენტს ერთი თვის განმავლობაში ნებისმიერ ოჯახში 3- ჯერ მოუხდეს მისვლა,რათა ოჯახის სოციალურ- ეკონომიური მდგომარეობის ამსახველი სრულყოფილი დეკლარაცია შეავსოს.

რესპოდენტები ჰერეთთან აღნიშნავენ,რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მათ ხელფასის 40-დან 60 პროცენტამდე გაზრდა შესთავაზა. მიუხედავად, ამისა პროტესტის მონაწილენი არგუმენტირებული პასუხებით აღნიშნულზე თანხმობას არ აცხადებენ.

ლაგოდეხის სოც.მომსახურების სააგენტოში ამ დროისთვის მისულ განმცხადებლებს ის თანამშრომლები ემსახურებიან,რომელთაც ამის კომპეტენცია არ გააჩნიათ.

რესპოდენტები აცხადებენ,რომ მათი მიზანი არაა ბენეფიციართა დაზარალება. ამბობენ,რომ ბენეფიციარებს აზარალებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო,რომელიც არ ითვალისწინებს საკუთარ მუშკთა რეალურ მითხოვნებს, რომლებიც სოც.დაუცველებს,პენსიონრებს თუ დევნილებს სრულყოფილად უნდა მოემსახურონ.

კახეთის რეგიონის სოც.მომსახურების სააგენტოებიდან საგარეჯოს გარდა ყველა მუნიციპალიტეტი ამ დროისთვის საპროტესტო რეჟიმშია. მათ შორის ზოგი სრულად და ზოგი,- ნაწილობრივ.

გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ იქამდე,სანამ მათი მოთხოვნები სრულად და დოკუმენტირებულად არ იქნება დაკმაყოფილებული.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ხათუნა გულიაშვილის ჩართვას ახალ ამბებში: 

მსგავსი პოსტები

Back to top button