მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხის თეატრალური დასი პანდემიის შემდეგ პირველი პრემიერისთვის ემზადება

ლაგოდეხის თეატრალურმა დასმა მუშაობა აპრილიდან განაახლა. სახალხო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გივი ჯიბლაძემ რადიო ჰერეთს განუცხადა, რომ დასი რაფიელ ერისთავის კომედიაზე „იჭვიანი“ მუშაობს.

„სპექტაკლის მიზანსცენებზე მომავალი კვირიდან გადავალთ და აპრილის ბოლოსთვის ლაგოდეხელ მაყურებელს პრემიერას შევთავაზებთ. – ამბობს ჯიბლაძე

„იჭვიანი“ ლაგოდეხის სცენაზე პირველად იდგმება და მას სახალხო თეატრი, ხელოვნების მოყვარულთ, სავარუდოდ ახალ დარბაზში წარუდგენს.

შეგახსენებთ, რომ კულტურის ცენტრთან არსებულმა სახალხო დასმა, ბავშვთა თეატრმა და თოჯინების თეატრმა პანდემიის შემდეგ მუშაობა ახალ სამუშაო გარემოში, კინო-თეატრ „სინემას“ შენობაში განაახლა.

გივი ჯიბლაძემ ასევე თოჯინების და ბავშვთა თეატრში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა. მთავარი რეჟისორის თქმით, პანდემიის გამო სამსახური, არცერთ თანამშრომელს არ დაუკარგავს, ასევე, კულტურის ცენტრთან არსებულ თეატრების მსახიობებს და პედაგოგებს პანდემიამდე ფიქსირებული ხელფასები იმავე ოდენობით შეუნარჩუნდათ.

მოისმინეთ, გივი ჯიბლაძის კომენტარი

მსგავსი პოსტები

Back to top button