ლაგოდეხის ტყე-პარკი ფართოვდება [Audio/Photo]

ლაგოდეხში რეკრეაციული პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.

პროექტი ითვალისწინებს ტყე-პარკში საბავშვო ატრაქციონების და მოედნის განთავსებას, საანაგვე უნდების, სკამების და განათების მონტაჟს. გარდა ამისა, ლაგოდეხში თავისუფლების ქუჩაზე მდებარე ტყე-პარკი 800 კვადრატული მეტრით ფართოვდება.

როგორც რადიო „ჰერეთს“ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანას წარმომადგენელმა სოფო ბარბაქაძემ განუცხადა, პროექტის განხორციელება მაისის ბოლოდან დაიწყება და 6 თვეში დასრულდება.

პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 80 ათასი ლარია. აქედან ნაწილს ელკანა გადაიხდის, თანადაფინანსების პრინციპით კი თანხის ნაწილს მუნიციპალიტეტი გაიღებს.

როგორც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი ბოკერიამ განაცხადა, პროექტი ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტუქტურის გაუმჯობესებას და, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელის ტურისტების რაოდენობის ზრდას.

პროექტს სტრატეგიული კვლევების ცენტრი, ელკანა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი განახორციელებენ.

სოფო ბარბაქაძის და გიორგი ბოკერიას ხმა ►

18600745_1242767045843325_1631725818_n18643468_1242766989176664_1025008579_n

18579190_1242767139176649_789992017_n18579293_1242767005843329_346099037_n

მსგავსი პოსტები

Back to top button