ლაგოდეხის ტყიდან გამოსული შველი ადგილობრივის ნაკვეთში აღმოჩნდა
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ბარში ჩამოსული შველი ველურ ბუნებაში დააბრუნეს.
ადმინისტრაციის ცნობით, “ტყიდან გამოსული, გზააბნეული შველი ადგილობრივი მცხოვრებლის საკარმიდამო ნაკვეთში აღმოჩნდა.
ბუნების მოყვარულმა ოჯახმა შველი შეიფარა და სიკვდილს გადაარჩინა. მომხდარის შესახებ კი დაუყონებლივ აცნობა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას”.