ლაგოდეხისა და გურჯაანის საჯარო სკოლების პირველკლასელებს ნოუთბუქები სამთვიანი დაგვიანების შემდეგ გადასცეს.
ლაგოდეხისა და გურჯაანის საჯარო სკოლების პირველკლასელებს ნოუთბუქები სამთვიანი დაგვიანების შემდეგ გადასცეს.
ნოუთბუქებს მოსწავლეები სკოლაში შესვლის პირველსავე დღეს იღებენ, თუმცა მიმდინარე სასწავლო წელს სკოლებს ლეპტოპები არ აღმოაჩნდათ.
საგანმანათლებლო რესურსცენტრებში განმარტავენ, რომ დაგვიანების მიზეზი პანდემიაა გახდა, რადგან ლეპტოპების ქვეყანაში შემოტანა გართულდა.
” ყოველ წელს, ნოუთბუქი მერხზე ხვდება პირველკლასელს. ჩემი ინფორმაციით, წელს, მსოფლიო პანდემიის გამო, მათი ქვეყანაში შემოტანა გართულდა. დღევანდელი მდგომარეობით, ყველა პირველკლასელს გადაცემული აქვს და შეფერხება აღარ არის”– განაცხადა გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა,დალი მინდიაშვილმა.
ლაგოდეხის საგანამანათლებლო რესურს- ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ხათუნა შუშტაკაშვილის ინფორმაციით, დაგვიანების მიზეზი შემოტანილი ლეპტოპების ტექნიკური წუნი გახდა.
” ოფიციალური განმარტება არ მიგვიღია, მაგრამ როგორც ვიცი, შემოტანილ ლეპტოპებს ტექნიკური წუნი ჰქონდა. რაც შეეხება ონლაინ სწავლების პირობებს, როცა ბავშვებს ტექნიკა სჭირდებოდათ, ასეთ დროს, საკუთარი რესურსით უწევდათ ჩართვები”- განაცხადა შუშტაკაშვილმა.
დაგვიანების მიზეზების განმარტებისათვის, საგანმანათლებლოდა სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.