მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ლაგოდეხში 2 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ  კაბალის #1 და #2 საჯარო სკოლები ,ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. მიზეზი პედაგოგის კორონავირუსით დაინფიცირება გახდა.

როგორც რადიო ჰერეთს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ლაგოდეხის რაიონული განყოფილების უფროსმა,მანანა ჩიკვაიძემ განუცხადა, ამ დროისთვის პედაგოგთა ტესტირების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ბოლო მონაცემებით ,127 შემთხვევა ფიქსირდება, 60 გამოჯანმრთელდა ,49 თვითიზოლაციაში იმყოფება.

მსგავსი პოსტები

Back to top button