მნიშვნელოვანირეგიონი

ლაგოდეხში 22 და 33 წლის მამაკაცები დააკავეს

ლაგოდეხში 22 და 33 წლის მამაკაცები დააკავეს.
დაკავების ოპერაცია კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციასთან ერთად ჩაატარეს.

33 წლის ლ.ფ და 22 წლის ლ.გ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და უკანონო ნადირობის ბრალდებით არიან დაკავებული.

ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, როგორც ნივთმტკიცება, ცეცხლსასროლი იარაღებია ამოღებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე სსკ-ის 301-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button