ლაგოდეხში 24 წლამდე მამაკაცი სავარაუდოდ დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

ლაგოდეხში 24 წლამდე ასაკის მამაკაცი, გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

მამაკაცი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში საზაფხულო-საბანაო ავზის წყლით გავსებას ელ-გენერატორით ცდილობდა რა დროსაც შემთხვევა მოხდა.

ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური. მათ მამაკაცი ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა როგორც რადიო “ჰერეთს”კლინიკის ხელმძღვანელმა ნუკრი ყარალაშვილმა განუცხადა, “მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო”.

მომხდარზე გამოძიება შს სამინისტროს ლაგოდეხის რაიონულმა სამმართველომ 115-ე მუხლით დაიწყო.

ნუკრი ყარალაშვილი_ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button