მნიშვნელოვანირეგიონი

ლაგოდეხში 40 ადამიანზე გათვლილი საკარანტინო ზონა მოეწყო

კახეთში 4 საავადმყოფოს ამზადებენ, სადაც არსებობის შემთვევაში მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებენ და უმკურნალებენ. მათ შორისაა ლაგოდეხის “არქიმედეს კლინიკაც”.

კლინიკას ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კორპუსი გააჩნია. კლინიკის ხელმძღვანელი ნუკრი ყარალაშვილი რადიო “ჰერეთს” ეუბნება, რომ ერთი კორპუსი მთლიანად საკარანტონო სივრცისთვის მოეწყო, პარალელურად მზად იქნებიან ინფიცირებულ პაციენტებსაც უმკურნალონ.

ამისთვის სულ 40 ადგილია გამოყოფილი და ყველა პალატა ბოქსირებულია. კახეთის რეგიონში ამ ეტაპზე კოვიდ -19-ით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

მსგავსი პოსტები

Back to top button