მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხში 55 წელს ზემოთ ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი იზრდება

ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია ლაგოდეხში ყოველდიურად იზრდება. განსაკუთრებით გააქტიურდა სოფლების: შრომა, კავშირი და ქალაქ ლაგოდეხის ტერიტორიაზე მცხოვრები 55 წელს ზემოთ მყოფი ასაკის ადამიანების მიმართვიანობა. ამის შესახებ რადიო ჰერეთს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაგოდეხის რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილე, გიორგი გოზალიშვილმა განუცხადა.

გოზალიშვილის განცხადებით, მსგავსი დინამიკა გამოწვეულია სკოლების და ადმინისტრაციული სამსახურების ნაწილის დისტანციურ მუშაობაზე გადასვლით. მისივე თქმით, ყაზანის ტაძრის 2 სასულიერო პირი დაინფიცირებულია, თუმცა ეკლესია გახსნილია და უსაფრთხოების ზომების დაცვით, მუშაობას განაგრძობს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კოვიდინფექცია ლაგოდეხში დაუდასტურდა 1659 ადამიანს, გამოჯანმრთელებულია 1 452 და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა სამია. რაც შეეხება აქტიურ მკურნალობაზე მყოფებს, მათი რიცხვი შეადგენს 227-ს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაფიქსირებული ინფექციის დიდი ნაწილი ბრიტანული შტამის სახეობისაა. გიორგი გოზალშვილის განცხადებით, მსგავსი სახეობის ვირუსი ბოლო დროის განმავლობაში არა მარტო ლაგოდეხში, მთელი ქვეყნის ტერიტოორიაზე ვრცელდება.

მოისმინეთ,გიორგი გოზალიშვილის კომენტარი

მსგავსი პოსტები

Back to top button