მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ღარიბაშვილმა ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით მრჩეველი წარადგინა

უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალური მრჩეველი წარადგინა.

ამ თანამდებობაზე ვაზილ ჰუდაკი დაინიშნა.

“მოგეხსენებათ კორონავირუსის ვითარებაში ეკონომიკის განვითარების ახალ გეგმაზე ვმუშაობთ. ამ გეგმაში, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის უცხოურ ინვესტიციებს ექნება წამყვანი როლი. ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკის სწრაფი აღდგება მოხდება, მეტი დასაქმება, მეტი შემოსავალი ჩვენი მოქალაქეებისთვის. აქედან გამომდინარე ჩვენ შევარჩიეთ ბატონი ვაზილ ჰუდაკი, რომელიც არის საქართველოს დიდი მეგობარი”, – განაცხადა პრემიერმა.

ვაზილ ჰუდაკი აქამდე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტად მუშაობდა. ასევე ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრად სლოვაკეთში.

მრჩეველი ამბობს, რომ საქართველოს რესურსები არ არის საკამრისი ყველა საჭიროების დასაკმაყოფილებლად და ამიტომ მნიშვნელოვანია სხვა რესურსების მობილიზება და კერძო სექტორის ჩართვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button