მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

მეორე დღეა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. რადიო ჰერეთის ინფორმაციით, 36 წლის ზაქარია პაქსაშვილი სახლიდან 9 ივნისს გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

ადგილობრივების განმარტებით, მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. პაქსაშვილის მოსაძებნად, მისმა ახლობლებმა სამართალდამცავებს მიმართეს.

პოლიცია დაკარგული მამაკაცის მოსაძებნად საჭირო საგამოძიებო მოქმედებებს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ახორციელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button