კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ კაბალში მოხდა.

დაჭრილი, სოფლის ცენტრში მდებარე ერთ- ერთ რესტორნის მფლობელის ვაჟია.ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა მას რამდენიმე ჭრილობა, ცივი იარაღით მუცლის არეში მიაყენა. ადგილობრივების განმარტებით, დაჭრას წინ რესტორანში, სუფრასთან ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

დაჭრილი ახალგაზრდა, ლაგოდეხში, არქიმედეს კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების განმარტებით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტს გადაუდებელ ოპერაციას ამ წუთებში უტარებენ.
მომხდარის შესახებ, დაჭრილის ოჯახი მედიასთან საუბარზე უარს აცხადებს.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.

სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირებისა და დაკავებისათვის, ოპერატიულ- საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

მსგავსი პოსტები

Back to top button