რეგიონი

ლაგოდეხში ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა

ლაგოდეხში ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა.
სკოლა სოფელ ჰერეთისკარში მცხოვრებ 150 მოსწავლეს მოემსახურება.

შენობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია და სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

სკოლაში სრულად მოწყობილია საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე დამონტაჟებულია გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისი ღირებულება 2.5 მილიონი ლარია.

ახლადაშენებული სასწავლო დაწესებულება, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ციბაძემ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ირაკლი შიოშვილთან ერთად გახსნა

სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button