მნიშვნელოვანირეგიონი

ლაგოდეხში ამომრჩეველი დაშინებასა და ზეწოლაზე საუბრობს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში მცხოვრები ნუნუ ჯორჯაძე რადიო “ჰერეთთან” საუბარში ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ პარტია „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ნანა ლომიძე და ია ჯოხაძე მასთან სახლში მივიდნენ და მოსთხოვეს, რომ „ხვალ მისი ოჯახის წევრებმა ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინონ ის გარემოება, რომ მათი შვილი ჯარში კონტრაქტით მსახურობს და პრობლემა არ შეექმნათ“.

“კოორდინატორებმა გვითხრეს, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ ხალხი გავაფრთხილოთო.ამიტომ ვართ მოსულებიო. ჩენ კიდევ ზემდგომებთან დავაბარეთ, რომ სალომე ზურაბიშვილს ხმას არ მივცემთ”, – განაცხადა სოფელ ცოდნისკარში მცხოვრებმა ნუნუ ჯორჯაძემ.

კიდევ ერთი ამომრჩეველი ვინც ზეწოლაზე საუბრობს თედო ხაჩიაშვილია. ისიც სოფელ ცოდნისკარში ცხოვრობს. ხაჩიაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნების კოორდინატორები დაემუქრნენ, თუ ხმას არ მისცემს სალომე ზურაბიშვილს, მის შვილებს სამსახურში პრობლემები შეექმნებათ”. ხაჩიაშვილი გვეუბნება, რომ მისი ორი შვილი ნამდვილად ქართულ ჯარში, კონტრაქტით მსახურობს. ერთ-ერთი მათგანი კი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეა.

ნუნუ ჯორჯაძის და თედო ხაჩიაშვილის ხმა ►

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბი ლაგოდეხში „ქართული ოცნების“ ოფისშია განთასებული. შტაბის წარმომადგენელი გიორგი ღამბაშიძე ამბობს, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა.

„აგიტატორები შედიან ყველა მეზობელთან ვინც შეიძლება მხადრამჭერი იყოს. ისინი ხმების მოგროვებას ცდილობენ. აბა აგიტარორი, რისი აგტიტატორია? ალბათ მეზობლურად შევიდნენ და ვინ რა ჩათვალა არ ვიცი. მე კიდევ, პირიქით მითხრეს, რომ ამომრჩეველი მიუვარდა კოორდინატორს, აგინა და დაემუქრა. ასეთი რამ რო ყოფილიყო, ლაგოოდეხში 40 ათასამდე ამომრჩეველია და პრობლემაზე სხვებიც ილაპარაკებდნენ“, – განაცხადა გიორგი ღამბაშიძემ.

გიორგი ღამბაშიძის ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button