მნიშვნელოვანირეგიონი

ლაგოდეხში ავტომანქანის დაზიანებსთვის და ქურდობისთვის 33 წლის მამაკაცი დააკავეს

ლაგოდეხში ავტომანქანის დაზიანებისა და ნივთების ქურდობისთვის პოლიციამ 33 წლის მამაკაცი დააკავა

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი და ამჟამად, პირობითი მსჯავრის მქონე მამაკაცი დააკავეს.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა ლაგოდეხში, სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე ავტომანქანა დააზიანა, საიდანაც სხვადასხვა ნივთი და ფული მოიპარა.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ქურდობას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button