მნიშვნელოვანირეგიონი

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 წლის ბიჭი გარდაიცვალა

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
დაშავებულს, ათ დღეზე მეტს,. თბილისში მკურნალობდნენ, თუმცა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი მცირეწლოვანი წუხელ გარდაიცვალა.
ავარია სოფლების, შრომა-კავშირის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, 27 ივნისს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი დედას გაუსხლტა ხელიდან და ქუჩაზე გადაირბინა.
ავტომანქანის მძღოლმა, დამუხრუჭება ვერ მოასწრო დ მცირეწლოვანს შეეჯახა.

დაშავებული თავდაპირველად, ლაგოდეხის არქიმედეს კლინკაში გადაიყვანეს, თუმცა, მდგომარეობის სიმძიმის ან გამომდინარე, ექიმებმა მისი თბილისში მკურნალობის გადაწყვეტილება მიიღეს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო, თუმცა დამდგარი შედეგის მიხედვით, სამართალდამცავებს მუხლის გადაკვალიფიცირება მოუწევთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button