მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხში ბაისუბნის ამბულატორიაში ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის ამბულატორიაში, ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა.
დამატებითი ცენტრი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ბაისუბნის,ფონისა და კაბლის თემში შემავალ, 12 სოფლის მოსახლეობას მოემსახურება.

ვაქცინაციის ცენტრში, ადგილობრივების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით, სინოფარმითა და სინოვაკით აცრა, უკვე დაიწყო.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის განმარტებით, ვაქცინაციის ცენტრები სოფლის მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესში ჩართვისთვის იხსნება და ეტაპობრივად, ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის კაბინეტები უკვე მოწყობილია ცოდნისკარისა და აფენის თემშიც.
ამბულატორიები თანამედროვე გადაუდებელი პირველადი დახმარების საშუალებებითაა აღჭურვილი.
მოქალაქეების ვაქცინაციას სპეციალურად გადამზადებული მედპერსონალი აწარმოებს.

ვაქცინაციის ცენტრები უკვე გაიხსნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების ამბულატორიებშიც, სადაც ყველა მსურველს, ვაქცინის გაკეთება, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლია.

მსგავსი პოსტები

Back to top button