მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ლაგოდეხში ბუნებრივი აირი გაითიშა

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ქალაქ ლაგოდეხის გარკვეულ უბნებში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა.

შ.პ.ს. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ლაგოდეხის რაიონული სერვისცენტრის მენეჯერი, ზურაბ ხელაშვილი რადიო ჰერეთთან აცხადებს, რომ გაზის მიწოდების შეფერხება მაგისტრალზე გამოწვეულმა მცირე ავარიამ გამოიწვია.
მისივე თქმით, შესაბამისი სამსახური, ადგილზე აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს.

ზურაბ ხელაშვილის განცხადებით, ლაგოდეხში ბუნებრივი აირის მიწოდება  უმოკლეს დროში აღდგება.

მსგავსი პოსტები

Back to top button