მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ლაგოდეხში დაჭრილია სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი

ლაგოდეხში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა, შემთხვევით თვითდაზიანება მიიყენა. შემთხვევა, საქართველო – აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთზე, ცოტა ხნის წინ მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის ოპერატიული სამსახურის უფროსს, ილო მაისაშვილს, სამსახურებრივი ცეცხსასროლი იარაღი გაუვარდა და ფეხში დაიჭრა.
55 წლამდე ასაკის მამაკაცი, სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ლაგოდეხში კლინიკა ” კელაპტარში” გადაიყვანა.
ექიმები დაჭრილს შესაბამის მკურნალობას უტარებენ.