კრიმინალიმნიშვნელოვანისიახლეები
ლაგოდეხში დიდი რაოდენობით კანაფი ამოიღეს

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის თემში შემავალ სოფელ შეერთებაში, დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე ამოიღეს.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მცენარე ერთ-ერთ კერძო პირს ეზოში ჰქონდა გაშენებული.
გამოძიება საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებას გულისხმობს.
დადგება თუ არა კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, შესაბამისი ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.