ლაგოდეხში ელექტროენერგია 800-მდე აბონენტს არ მიეწოდება

სტიქიამ ლაგოდეხში ელექტროსადენები დააზიანა , რის გამოც 6 500 აბონენტს ელექტროენერგია მთელი ღამის გამავლობაში არ მიეწოდებოდა.

დენის მიწოდება შეწყვეტილი აქვს სატელევიზიო ანძასაც. როგორც რადიო „ჰერეთს“ ს/ს “კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ პრეს სამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ განუცხადა, სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა ელექტროგადამცემი ბოძები და ელექტროსადენები. მისივე თქმით, კომპანიამ აღდგენითი სამუშაოები დილიდან დაიწყო, რომელიც ჯერ ჯიდევ მიმდინარეობს. ენერგოკომპანიის პრესსამსახურის უფროსის თქმით, ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 800 -მდე აბონენტი.

ბექა ბარამიძე_ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button