მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა, ბრიტანეთის 287 დეპუტატს დაუწესა

რუსეთმა გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ განაცხადა

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთმა სამი ნორვეგიელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

რუსეთმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნორვეგიამ, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩადენილი სისასტიკის საპასუხოდ, სამი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

2 აპრილს უკრაინამ, ომის დაწყების შემდეგ პირველად, კიევის რეგიონზე სრული კონტროლი დაიბრუნა. უკრაინელმა სამხედროებმა კიევის გარშემო 30-ზე მეტ ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს, მათ შორის ქალაქი ბუჩაც.

უკრაინის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მხოლოდ ბუჩაში 300-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს. მათ ნაწილს ხელები შეუკრეს და ისე დახვრიტეს. დაღუპულების დიდი ნაწილი მასიურ სასაფლაოზე იპოვეს, ნაწილი კი ქალაქის ქუჩებში.

ამასთან კრემლმა ბრიტანეთის 287 დეპუტატს დაუწესა. გამოცემის ცნობით, რუსეთის სანქცირებულთა სიაში მოხვდა, დაუნინგ სტრიტის შტაბის უფროსი, სტივ ბარკლაი ასევე თემთა პალატის სპიკერი ლინდსი ჰოილი.

რუსეთის განცხადებით, ეს საპასუხო ნაბიჯია გაერთიანებული სამეფოს ქმედებაზე, როდესაც ოფიციალურმა ლონდონმა, 386 რუს კანონმდებელს სანქციები დაუწესა.

​​ “ამ პირებმა, რომლებსაც აღარ აქვთ რუსეთის ფედერაციაში შესვლის უფლება, ყველაზე აქტიური მონაწილეობა მიიღეს ლონდონში ანტირუსული სანქციების ინსტრუმენტების ჩამოყალიბებაში და წვლილი შეიტანეს დიდ ბრიტანეთში რუსოფობური ისტერიის უსაფუძვლო გაღვივებაში”, – წერია განცხადებაში.

რუსეთის აზრით, ბირტანეთის ქმედებები მიზნად ისახავს დემონიზაციასა და საერთაშორისო იზოლაციას.

ბრიტანეთის გარემოს დაცვის მდივანი ჯორჯ ეუსტისი, ბრექსიტის მინისტრი ჯეიკობ რის-მოგი, კონსერვატიული კანონმდებლები ჯერემი ჰანტი და სტივ ბეიკერი არიან ყველაზე გამოჩენილი ბრიტანელი პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც რუსეთის სიაში მოხვდნენ.

რუსეთმა გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ზურაბ პოლოლიკაშვილი ავრცელებს.

„გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაცია იყო გაერო-ს პირველი სააგენტო, რომელმაც რუსეთის წევრობის საკითხი დააყენა. დღეს, რუსეთმა გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციიდან გასვლის განზრახვის შესახებ განაცხადა. ჩვენი პოზიცია ნათელია: ტურიზმის ხელშეწყობა მშვიდობისთვის და ადამიანის უფლებების საყოველთაო პატივისცემაა. მხოლოდ წევრები, რომლებიც იცავენ ამას, შეიძლება იყვნენ გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის ნაწილი“, – აცხადებს ზურაბ პოლოლიკაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button