მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოში კორონავირუსით მე-9 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-9 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე აისახა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 58 წლის პაციენტია, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო.

რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, მათი რაოდენობა 24 საათში 7-ით გაიზარდა და 589 გახდა. გამოჯანმრთელებულია 221 ადამიანი.

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი გარდაცვლილი პაციენტი ე.წ. სპორტსმენის კლასტერს მიეკუთვნება.

“აპარატზე იყო, კარგა ხანია ჩვენთან არის. უმძიმესი პაციენტი იყო. ორი კვირა მაინც არის, რაც ჩვენთან წევს. ცნობილი ქალბატონია, სპორტსმენის კლასტერთან დაკავშირებული. სპორტსმენის დედაა.” – განაცხადა “კურიერთან” ლალი ტურძელაძემ.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button