მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხში, ერთ-ერთი სკოლის დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, კოვიდ-19 პედაგოგს გეგმიური შემოწმების შედეგად გამოუვლინდა.

ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურცენტრის დირექტორის, მანანა ჩიკვაიძის ინფორმაციით, სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

“სკოლა გადავიყვანეთ დისტანციური სწავლის რეჟიმზე. სანამ ყველა პედაგოგისა და მოსწავლის ანალიზის პასუხი არ გვეცოდინება, ამ რეჟიმში გავაგრძელებთ”, – განაცხადა ჩიკვაიძემ.

სკოლის დირექტორი მკურნალობას ბინაზე აგრძელებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ეპიდემიოლოგებმა, დირექტორთან კონტაქტში მყოფი პედაგოგები თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button