მნიშვნელოვანირეგიონი

ლაგოდეხში გრიგოლ ვაშაძის სარეკლამო ბანერებზე КГБ დააწერეს

ოპოზიციური პარტიების გაერთიანება, მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის სარეკლამო ბანერი დაზიანეს ლაგოდეხში.

კანდიდატის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს ბანრრზე წარწერა КГБ და წითელი საღებავით შეღებილი სააგიტაციო მასალა დახვდათ.

საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის, თორნიკე მაჭარაშვილის განცხადებით, არსებობს ადამიანი, რომელმაც სავარაუდო დამნაშავეები დაინახა და ის მზად არის საგამოძიებო ორგანოს ჩვენება მისცეს, თუმცა მაჭარაშვილი იმასაც ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები სხვა დროსაც მოხდა და პოლიციას არც დამნაშავებბი გამოუვლენია და შესაბამისად არავინ დაჯილა.

ცნობილი ხდება, რომ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატები თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით არის დაზიანებული.

თორნიკე მაჭარაშვილი – ხმა ►

ფოტო: რადიო ჰერეთი/დავით ჭაბაშვილი
ფოტო: რადიო ჰერეთი/დავით ჭაბაშვილი

მსგავსი პოსტები

Back to top button