მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხში იაპონური ნაგავმზიდი იმუშავებს

იაპონიის მთავრობის დაფინანსებით, ლაგოდეხში “სამოქალაქო განვითარების ასოციაცია” (საგა) ახალ პროექტს განახორციელებს, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი ნაგავმზიდის მოძრაობას და ნაგვის ურნების განთავსებას.

ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი ბოკერიას თქმით, ლაგოდეხის მუნიცილიტეტის ტერიტორიაზე 80 ახალი ურნა განთავსდება.

მისი თქმით, ლაგოდეხში იმოძრავებს ახალი იაპონური ნაგავმზიდი, ხოლო ურნები გათვალისწინებული იქნება პლასტიკის სუპარირებისთვისაც.

რადიო ჰერეთთან ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებით ბევრი სხვა სიკეთე იგეგმება ლაგოდეხელებისთვის.

“მადლობა იაპონიის მთავრობასა და ხალხს ამ მხარდაჭერისთვის” – ამბობს გიორგი ბოკერია, რომლის თქმითაც, ახალი პროექტის განხორციელება ახალი წლიდან დაიწყება.

პროექტის ჯამური ღირებულება 90.000  აშშ დოლარია.

ბოკერიას თქმით, “სამოქალაქო განვითარების ასოციაცია” საგა პროექტს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით და თანადაფინანსებით ახორციელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button