ლაგოდეხში იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს გაიხსნება

იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა ლაგოდეხში იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანი მშენებლობის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და დასაქმებულებს ელაპარაკა. როგორც წულუკიანმა განცხადა, იუსტიციის სახლის ფილიალის გახსნის შემდეგ ლაგოდეხის მცხოვრებთ საშუალება ექნებათ, სწრაფად და კომფორტულად მიიღონ სახელმწიფო და კერძო სექტორების 400-ზე მეტი სერვისი.

ლაგოდეხის იუსტიციის სახლში მოეწყობა, აგრეთვე, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენინგების ოთახი. ლაგოდეხის იუსტიციის სახლი ერთერთია იმ ოთხი სახლიდან, რომელიც 2016 წლის ბოლომდე გაიხსნება. მშენებლობა მიმდინაროებს ონსა და ახალქალაქში, უკვე გაიხსნა ბორჯომის იუსტიციის სახლი.

მსგავსი პოსტები

Back to top button