ლაგოდეხში ხანძარი ლოკალიზებულია

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ლაგოდეხში, სოფელ კავშირში, აეროპორტის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია.
საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი აეროპორტის ქუჩაზე, დაახლოებით ნახევარი ჰექტარის ფართობზე, ხმელ ბალახებს გაუჩნდა.
ადგილზე მუშაობს ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.