ლაგოდეხში კორონავირუსი 3 თვის ჩვილს დაუდგინდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კორონა ვირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფიცირებული სამი თვის ჩვილია და ის აჭარის კლასტერის კონტაქტია.
ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ჩვილის ოჯახის წევრებს ტესტირება უკვე ჩაუტარდათ და მათი ანალიზის პასუხი, ხვალ გახდება ცნობილი.
ლაგოდეხში კორონავირუსის უკვე 13 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომლებიც აჭარას უკავშირდება.
მთლიანად კახეთში, უკვე 39 ინფიცირებული პირია, რომელთაგან 13 ლაგოდეხში, 16 მატანში, 7 ველისციხეში, 2 სიღნაღში, ხოლო 1 ყვარელში დაფიქსირდა.
მიმდინარე სტატისტიკა: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 4140;
გამოჯანმრთელებული – 1643;
გარდაცვლილი – 25;
კარანტინის რეჟიმში – 5390;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 640;
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;