მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, კოვიდ-19 ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ქალბატონს დაუფიქსირდა.

მისი ინფიცირების წყარო, ოჯახის წევრია, რომელსაც ვირუსი, რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.

კოვიდინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის მოლოდინში, ბინაზე იმყოფება.

პაციენტის თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას, ექიმები მიიღებენ.

ეპიდემიოლოგები ინფიცირებულის კონტაქტებს სწავლობენ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, ლაგოდეხში სამი კლასტერია ჩამოყალიბებული, რომელიც აჭარაში მოგზაურობას უკავშირდება.

დღევანდელი მდგომარეობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის 22 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 20 უკვე გამოჯანმრთელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button